ზეგანაკვეთური სამუშაო

2018-09-18 18:05:39

შრომის კოდექსის მიხედვით სრულწლოვანმა ადამიანმა კვირაში  40 საათი უნდა იმუშაოს, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანმა 36 საათი, ხოლო 14 -16 წლამდე 24საათი,ხოლო
სპეციფიური სამუშაოს შემთხვევაში 40 საათი 8 საათით იზრდება.

კანონით განსაზღვრულ საათებზე მეტი მუშაობის დროს, ნამუშევარი საათები  ზეგანაკვეთურად ითვლება და დასაქმებულმა  ანაზღაურება იმაზე მეტი უნდა მიიღოს  ვიდრე ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში 1 საათის განმავლობაში ეკუთვნის.
ანაზღაურების ნაცვლად შესაძლოა ასევე დამატებითი დასვენების დღით სარგებლობა.

თუმცა კანონის გათვალისწინებით, არსებობს ორი სიტუაცია, რომლის დროსაც დასაქმებული ვალდებულია ყოველგვარი ზედმეტი ანაზღაურების გარეშე შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
1.სტიქიური უბედურების აცილების  ან  შედეგების ლიკვიდაციის დროს.
2. საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად  ან შედეგების ლიკვიდაციის დროს.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოქვეყნდა იმ ქვეყანათა სია, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ. პირველ ხუთეულში შედიან: მუმბაი,ჰანოი, მექსიკა,დელი, ბობოტა.

არსებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოში 40 საათი სამუშაო გრაფიკი თითქის არ არსებობს და დასაქმებულებს 50, 60, 70 საათი უწევთ დამატებითი ანაზღაურების გარეშე მუშაობა.