მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა [video]

2018-09-16 11:32:53

ავტოსარკინიგზო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-რუსთავის სარკინიგზო მონაკვეთზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი და სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მიკროავტობუსში რუსთაველები იმყოფებოდნენ, მათ ავტომობილიდან დროულად მოახერხეს გადმოსვლა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც რელსებზე თვითნებურად არის გაკეთებული გადასასვლელი, სწორედ ამ გადასასვლელით სარგებლობის დროს მიკროავტობუსი ჩავარდა ლიანდაგებში და გაიჭედა. რას აცხადებს მატარებლის გამცილებელი, როგორ მოხდა ავარია, შემთხვევის დეტალები ნახეთ ვიდეოში.