რუსთავში ამწე გადაყირავდა [video]

2018-09-09 12:13:08

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ამწე გადაყირავდა და საცურაო აუზ თოლიას დაეცა.  [ვიდეო/video]

სპეც.ტექნიკა იმ დროს გამოვიდა მწყობრიდან როდესაც ობიექტზე სახურავის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფო რუსთავის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამწე სავარაუდოდ, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის შედეგად ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა მძიმე ტექნიკაც. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ეკიპაჟები.