საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო.

2017-02-02 14:49:29

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი დღეს ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 66 წევრი, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის, ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას, სავარაუდოდ, აპრილის თვიდან შეძლებენ.