ვინ მოჭრა ხეები იაღლუჯის მთაზე? (ვიდეო).

2016-10-27 20:22:48

28 მოჭრილი ხე-იაღლუჯის ფერდობზე.  იმ ტერიტორიის სიახლოვეს სადაც მწვანე საფარის მოსაწყობად, მიმდინარე წელს ასეულობით  ხის ნერგი დაირგო,  28 ნაძვის ხე მოიჭრა. „ინფო რუსთავი“ შეეცადა გაერკვია ვის მიერ განხორციელდა ხეები მოჭრა.  იაღლუჯის მთაზე ააიპ უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, ახალი ნარგავების დარაჯები, დაგვხვდნენ. ჩვენთან საუბარში აღნიშნეს რომ ხეების მოჭრის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ , თუმცა კვალმა,  ხეებინ ნახერხმა და ნაფოტებმა, რომელიც მოჭრილი ხეების სიახლოვეს შეიმჩნეოდა, სწორედ იმ ადგილამდე მიგვიყვანა სადაც დარაჯები არიან დაბინავებული. ადგილზევე იყო განთავსებული დაჭრილი მორებიც. დარაჯების თქნით, აღნიშნული მორები უზრუნველყოფის სასმასხურმა გასათბობად მათ გადასცა.