მილანში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

2018-08-30 15:47:48

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი ქათველებმა გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის, მატეო სალავინის მშობლების ბინიდან გატანილი იყო სეიფი. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 
ძარცვაში 26-დან 34 წლამდე 5 ქართველია ბრალდებული.
იტალიური პოლიციის განცხადებით, დაკავებულები ბინებში შესასვლელად სხვადასხვა სახის მოწყობილობებს იყენებდნენ.
იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველები 27 აგვისტოს, მილანში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ახალი ჩასულები იყვნენ და მათ კრიმინალური წარსული არ აქვთ. არსებული ინფორმაციით, მათ იმავე უბანში რამდენიმე სხვა ბინაც გაქურდეს. - წერენ უცხოური გამოცემები.