ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმის ქუჩაზე დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსები დაეჯახნენ, შეჯახების შედეგად "მერსედესი"-ს მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავტოსაგზაო შემტხევვის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.