სასწრაფოს ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა (ვიდეო).

2017-01-31 14:22:10

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟს, რომელიც მისამართზე გამოძახებას ასრულებდა, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა საგზაო წესი დაარღვია. მძღოლმა ღერძულა ხაზი გადაკვეთა რა დროსაც სასწრაფოს მანქანას შეეჯახა.რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძრვანელის პაატა ბაჩილავას განცხადებით,ზემოთ აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის, იგივე ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას, მსუბუქი ავტომობილი გასულ თვესაც შეეჯახა.