ესპანეთში ქართველები დააკავეს

2018-08-24 17:44:06

ესპანეთში, ქალაქ კორდობაში 26-დან,32 წლამდე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ქართველები ჯგუფურად მოქმედებდნენ და ქალაქ კორდობაში არსებულ სხვადასხვა სახლებს ძარცვავდნენ.

ბოროტმოქმედები სახლების შესასვლელებში, საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ ამავე სახლებში ბრუნდებოდნენ. თუ ფირი დაუზიანებული რჩებოდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობდა, ეს ფაქტი კი მათ სახლის ძარცვაში საქმეს უადვილებდა.

ერთ დღეს, როდესაც ქართველები ერთ-ერთ სახლს კვლავ ეწვივნენ გასაძარცვად, ძარცვის შესახებ მეზობელმა გაიგო, რა დროსაც სამართალდამცავები გამოიძახა.

ესპანეთის პოლიციამ დამნაშავეები ადგილზე დააკავეს ჩხრეკის შედეგად კი სახლის გასაქურდად  სხვადასხვა სახის იარაღები ამოიღეს.

ფაზტზე გამოძიება მიმდინარეობს.