ანგელა მერკელის შთაბეჭდილებები

2018-08-24 13:48:16

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საჩუქრად ნახატი გადასცა.

ანგელა მერკელი აღნიშნულს Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა: "ვახშამის დროს სიმღერა და შესანიშნავი საჩუქარი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს მე-17 საუკუნის ნახატი გადასცა, რომელიც 1945 წელს ომის დროს დრეზდენის მუზეუმიდან გაქრა, მერე იყო საბჭოთა კავშირში, შემდგომ კი საქართველოში აღმოჩნდა".