2017 წლის ნიჭიერის გამარჯვებული, 28 წლის რუსთაველი მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა. მომღერალმა პროექტის ფინალური ტური გახსნა და სცენაზე სიმღერა I love Rock N Roll შეასრულა. მომღერალი საფინალო ტურში, ოქროს ღილაკის საშუალებით მოხვდა. შესარჩევ ტურში მისთვის ღილაკი რუსკა მაყაშვილმა გამოიყენა. ფინალში, ეკატერინე აბულაძემ გამარჯვება მაყურებლის ხმების 42% -ით მოიპოვა. მას Salvus Development-ისგან ბათუმში 2 ოთახიან სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა.
ეკატერინე აბულაძე წლების განმავლობაში რუსთავში ცხოვრობდა. ის #24 საჯარო სკოლის (გიმნაზია) მოსწავლე იყო. მომღერალი ამჟამად მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს.