რუსთავში გაზი გაითიშება

2018-08-19 23:52:59

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ რუსთავის რამდენიმე მიკრო-რაიონს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეეზღუდება. აბონენტების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის, თუმცა კომპანიაში აცხადებენ რომ მესიჯები გააგზავნეს. რუსთაველების თხოვნით "ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ "სოკარ გაზ ჯორჯია" აბონენტებს ბუნებრივ აირს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაუთიშავს. კერძოდ, გაზმომარაგება შეეეზღუდება VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრო-რაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს.