მაგისტრალზე ავარია ხარის გამო მოხდა [video]

2018-08-12 13:40:41

თურქეთში, ტრაბზონის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით გზის სავალ ნაწილზე ხარმა გადაირბინა, სწორედ ამის გამო მსუბუქმა ავტომობილმა მაგისტრალზე მოძრაობა შეაჩერა რა დროსაც მას უკნიდან მომავალი სამგზავრო მიკროავტობუსი დაეჯახა.

სწორედ აღნიშნულ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ ქართველები. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.