გიორგი ჭანტურიას პატიმრობა მიესაჯა

2018-08-10 21:29:01

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურორი ლევან ჯალაღონია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალდებულის დაკავება. "გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოწმებიის დაკითხვა კვლავ გრძელდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდებულმა მიზანმიმართულად გაანადგურა ტანისამოსი, რომელიც მკვლელობის დღეს ეცვა,"- განაცხადა ლევან ჯალაღონიამ.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაყალბებული და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ცდილობს მიზანმიმართულად გიორგი ჭანტურიას საქმეში გარევას და დადანაშაულებას. "აბსოლიტურად უსაფუძვლოდ დაუსაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ როგორც სააპელაციო, ასევე სტრასბურგის სასამართლოში,"- განაცხადა ანა კეკენაძემ.