რუსთავის ბაღის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განმარტებით, ხელფასი 10%-ით , აღმზრდელის თანაშემწეებს, დამლაგებლებს, სამზარეულოს თანამშრომლებსა და დარაჯებს მოემატათ. ხელფასების მატება 2017 წელს მოხდა. ბაღის თანამშრომლებმა გაზრდილი ხელფასი მიმდინარე თვეში უკვე აიღეს.