3 ავტომატი და 500 ვაზნა

2018-08-08 10:00:32

გიორგი ჭანტურიას ბინის ჩხრეკისას 500-მდე ვაზნა, 20-მდე მჭიდი და 3 ავტომატი ამოიღეს. ამ დროისათვის ჭანტურიების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულებულია. ადვოკატები აცხადებენ რომ იარაღები მათ დაცვისქვეშმყოფს არ ეკუთვნის.

გიორგი ჭანტურია პოლიციამ გუშინ საღამოს დააკავა. შეგახსენებთ რომ ის ერთხელ უკვე იყო დაკავებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე.