ავარია მეგობრობის გამზირზე [photo]

2018-08-04 23:58:40

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. ერთმანეთს "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.