თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინეს.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საოჯახო ნივთები - 30 კვ.მ.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.