ჩვილს ტვინის ნაწილი გარეთ ჰქონდა

2018-08-01 11:17:29

ალანა, რომელიც ახლა უკვე 3 წლისაა, ანომალიით, ენცეფალოცილით დაიბადა. გოგონას დადებისას ტვინი თავის გარეთ ჰქონდა. ალანას მშობლები ინგლისის ქალაქ აკრინგტონში ცხოვრობენ. მათ შვილის მდგომარეობა ჯერ კიდევ დედის, ქეთრინ დონლონის ორსულობის პერიოდში გაიგეს. ექიმები ამბობდნენ, რომ ალანას გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა და მის დონლონს ორსულობის შეწყვეტას ურჩევდნენ, მაგრამ მშობლებმა გადაწყვიტეს შვილზე უარი არ ეთქვათ და მისთვის სიცოცხლის შანსი მიეცათ. ალანა დაბადებისთანავე ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. გოგონა ბრმა დაიბადა. ასევე, მას არ ჰქონდა სიარულის უნარი, ყოველ რამდენიმე კვირაში კრუნჩხვები სტანჯავდა და სახეზე თვითდაზიანებებს იყენებდა. 8 დღის ალანას ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას თავის ქალის გარეთ არსებული ტვინი მოაცილეს. ალანა მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურ მეთვალყურეობას საჭიროებს. „ეს გოგონა სასწაულია და ჩვენ მას ვაღმერთებთ.“ - განცხადეს ალანას მშობლებმა.