უსიამოვნო სუნი ქალაქში [video]

2018-08-01 23:34:24

ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებმა "ინფო რუსთავს" დახმარებისთვის მიმართეს. ადგილობრივებს რამდენიმე თვეა სპეციფიკური სუნი აწუხებთ. როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი "ინფო რუსთავს" უყვება ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად უსიამოვნო სუნი დასახლებაში განსაკუთრებით შემაწუხებელია. ადგილობრივები ვერ აღებენ ფანჯრებს და ერიდებიან ქუჩაში გადაადგილებას. [video]

"ინფო რუსთავმა" ის ადგილი ნახა საიდანაც დასახლებაში უსიამოვნო სუნი შედის. აღმოჩნდა, რომ სპეციფიკური სუნი ტყავის საწარმოდან ვრცელდება სადაც, როგორც გავარკვიეთ, ცხოველების ტყავებს ნედლად ამუშავებენ. ქარხნის ხელმძღვანელობამ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ მოსახლეობის პრეტენზიების შესახებ ინფორმირებულები არიან. მათივე განცხადებით უახლოეს პერიოდში საწარმოს დახურვა იგეგმება, რის შემდეგაც ჭყონდიდელის დასახლების უსიამოვნო სუნით გამოწვეული პრობლემა მოგვარდება.