მაშველი ძაღლი ბათურა [video]

2018-08-01 17:39:03

"მაშველი" ბათურა - ძაღლი, რომელიც ადამიანების გადარჩენას ცდილობს.

მაშველმა, გოდერძი გოგიშვილმა ბათურა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი მპოვნელს მაშინვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია. მაშველმა მისი გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში კი ბათურას მაშველის ინსტიქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.

მაშველი ბათურას შესახებ ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ნახეთ ვიდეო