ფილიპინების პრეზიდენტის გადაწყვეტილება [video]

2018-07-30 13:13:27

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ კონტრაბანდისტების მიერ ქვეყანაში არაკანონიერი გზით შემოტანილი ძვირადღირებული ავტომობილები გაანადგურა. ავტომობილების საერთო ღირებულება 5.4 მილიონ დოლარს შეადგენდა. პრეზიდენტის განკარგულებით, ფილიპინების საბაჟოს მიერ განადგურებულ 70 ავტომობილს შორის მოხვდა 2006 წლის ლამბორჯინი, 2003 წლის 5 პორშე, მერსედესის მარკის 2 ავტომობილი და რამდენიმე ჰარლი დევიდსონი. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეამცირებს კონტრაბანდის ფაქტებს ფილიპინებში. ვიდეომ, სადაც ჩანს, თუ როგორ უვლის ბულდოზერი მანქანებს, საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ავტომობილების განადგურების შესახებ განკარგულება ფილიპინების პრეზიდენტმა წინა კვირაში გასცა: „გსურთ იმპორტირებული ავტომობილები? მაშინ გადაიხადეთ იმპორტის საფასური... ფუფუნების საგნების განადგურება ახალი პოლიტიკა გახდება.“ - განაცხადა როდრიგო დუტერტემ. ნახეთ ვიდეო [video]

 


 

RUSTAVI