რუსთავის გარკვეულ უბნებში საშინელი სუნი დგას.
რუსთავში, მე-17 და მე-19 მიკრორაიონების მოსახლეობა საშინელმა სუნმა შეაწუხა, რის შესახებაც მათ ინფო რუსთავს აცნობეს.
ინფო რუსთავმა იმ ადგილს მიაკვლია, საიდანაც ქალაქში სპეციფიკური და უსიამოვნო სუნი შემოდიოდა. სუნის გაჩენის მიზეზი სოფელ გამარჯვებაში არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაა.
აღმოჩნდა, რომ ნაგავსაყრელზე დაუდგენელი პირები ცხოველებს და ფრინველებს წვავენ, რამაც რუსთავში ამ სუნის გავრცელება გამოიწვია. ინფო რუსთავის ჟურნალისტს მწყემსმა განუცხადა, რომ ცხოველებს გამარჯვებაში ყოველ დღე წვავენ. ნახეთ ვიდეო