მუზეუმში ღონისძიება გაიმართა (ფოტოები).

2016-10-26 17:45:45

2016 წელი იუნესკომ მსოფლიოს მასშტაბი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად რუსთავის მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. პოეტებმა და ღონისძიებაზე მისულმა რუსთაველებმა ვეფხისტაოსნის საჯარო კითხვა მოაწყეს. ასევე გაიმართა გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს შეეძლო "ვეფხისტაოსნის" ძველი ხელნაწერების ფრაგმენტები ენახა. ღონისძიებას მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრო.