რა მოხდა ფალიაშვილის სკვერში

2018-07-27 23:48:42

რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ახალგაზრდობის პარკში ალკოჰოლური სასმლის მიღებისთვის ერთ პირს 50 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საჯარო ანუ ღია სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბოს ორი ან მეტი პირი. მაგალითად: ქუჩა, გაჩერების პუნქტები, ტროტუარები, გადასასვლელები, ხიდები, გვირაბები, სადარბაზოები, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 50-150 ლარამდე ოდენობით ჯარიმით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 500 ლარამდე ოდენობით ან დამატებით 15 დღემდე ვადით პატიმრობით.