ამერიკაში 5 ქართველს ბრალი წაუყენეს

2018-07-25 10:23:40

ამერიკაში, ნიუ-იორკის პროკურატურამ 25 პირს თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენა. ჩამოთვლილ პირებს შორის 5 ქართველია, სიაში რომელსაც პროკურატურის გვერდი ავრცელებს, რომან ელიოზაშვილი, მიხეილ ინაძე, თენგიზ ხუხიაშვილი, გოჩა პაპოშვილი და ქეთევან სეფიაშვილი წერია.

პროკურორ ჯოფრი ბერმანის განცხადებით, ბრალდებულები თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ. ინტერნეტში ანთავსებდნენ ყალბ განცხადებებს ავტომობილების გაყიდვებთან დაკავშირებით, პოტენციურ მყიდველებს თანხებს სპეციალურ ანგარიშზე არიცხინებდნენ, ხოლო ავტომობილებს არ აძლევდნენ.

აღნიშნულ საქმეზე 25 ბრალდებულიდან 11 უკვე დაკავებულია. თაღლითურმა ჯგუფმა ამ სქემით 4.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.