ხანძარს 50-მდე ადამიანი შეეწირა

2018-07-24 11:37:57

საბერძნეთში, ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე +306995779793 მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე. მიმართვაში ნახსენებია ასევე, რომ საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, გაჩენილი ხანძრის გამო საელჩოს ცხელ ხაზზე სამი საქართველოს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.
საბერძნეთში ხანძარი ტყეში გაჩნდა, დამწვერია ათეულობით სახლი, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.