რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ნახეთ ვიდეო.
არსებული ინფორმაციით, ფოლადსადნობის საწარმოში რკალური ღუმელი აფეთქდა. აფეთქების დროს გამოწვეულმა წნევამ ღუმელის ნაწილები გადაისროლა, რის შედეგადაც სამი მამაკაცი დაშავდა. ორმა მათგანმა დამწვრობა კისრის, ხოლო მესამემ - კიდურის არეში მიიღო. დაშავებულები მეტალურგიულ ქარხანასთან არსებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მუშებმა პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი დღესვე გაიწერებიან კლინიკიდან.