საცხოვრისის მშენებლობა გრძელდება

2018-07-23 20:44:53

რუსთავში, XI მიკრო-რაიონში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა გრძელდება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უკვე 2 თვეა ახორციელებს. პირველ ეტაპზე შენობის დასუფთავება მოხდა, შემდეგ კი პერიმეტრის მოწესრიგება.

პროექტის მიხედვით, კაპიტალურად შეკეთდება შენობა რომელიც XI მიკრორაიონში ათეული წელია უფუნქციოდ იყო დარჩენილი. აღნიშნული სამუშაოებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 824 439 ლარი გამოყო. ობიქტზე სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

კორპუსის რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთავის მერია საცოხვრისში 52 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს შეასახლებს. არსებული ინფორმაციით ოჯახების შერჩევა ჯერ არ დასრულებულა. ბინაში ცხოვრების მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობა და რუსთავში ცხოვრების სტაჟი იქნება.