მამაკაცი მწერ­ის ნაკბენით გარდაიცვალა

2018-07-21 22:53:13

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი მწერის ნაკბენით გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტოს ფაქტი ადგილობრივებმა დაუდასტურეს. გარდაცვლილის ახლობლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ რომ, მამაკაცი სათევზაოდ მდინარეზე იყო წასული, რა დროსაც მას სავარაუდოდ მწერამ უკბინა. მოგვიანებით მამაკაცი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში გადაიყვანეს.

მამაკაცი მწერის კბენიდან სამ დღეში გარდაიცვალა.