რუსთაველი ბალერინას წარმატება

2018-07-21 19:55:00

12 წლის  რუსთაველმა მარიამ ბეჟოშვილმა პარიზში გამართულ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალში სახელწოდებით "პარიზის ვარსკვლავი" მიიღო მონაწილეობა და მე-2 ადგილი დაიკავა.

მარიამი მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეა, საბალეტო ხელოვნაბას კი რუსთავის #1 მუსიკალურ სკოლაში ეუფლება. პატარა ბალერინა, საბალეტო სკოლაში 3 წელია დადის. ამ ხნის განმავლობაში გოგონა საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა კონკურს ფესტივალებში იღებდა მონაწილეობას, სადაც არაერთი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

მისი მონაცემები, ბოლო დროს ქუთაისში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე აღმოაჩინეს, სადაც მან გაიმარჯვება მოიპოვა. სწორედ ამ კონკურსის შემდეგ შეირჩა  მარიამი და პარიზიდან მიიღო საერთაშორისო ფესტივალის მოწვევა.

მარიამ ბეჟოშვილი ამ დრომდე მის პედაგოგთან , ნატა ფურცელაძესთან ერთად  პარიზში იმყოფება. ისინი სამშობლოში ივლისის ბოლოს დაბრუნდებიან. გოგონა საფრანგეთში რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაემგზავრა.