"ინფო რუსთავი" დაინტერესდა შეიძლება თუ არა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე გაგრილების სისტემის მონტაჟი. კონკრეტულად კი ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე.
"ინდივიდუალურად განიხილება თითოეული განცხადება. მოქალაქემ უნდა შემოიტანოს ფოტო-სურათი თუ სად სურთ გაგრილების სისტემის მონტაჟი. მთავარია, რომ ფასადი არ დაზიანდეს. თუ არის საშუალება, რომ გარე ბლოკი ეზოს მხარეს დამონტაჟდეს ჩვენი თხოვნა არის ხოლმე რომ აღარ დაამონტაჟონ ქუჩის მხარეს, მაგრამ თუ ალტერნატივა არ არის მაგ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება უარი ვუთხრათ მოქალაქეს, ჩვენთვის მთავარია არქიტექტურული ელემენტები არ დაირღვეს"- განაცხადა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკა პაპუაშვილმა.