ფლორენციაში ქართველი დააკავეს

2018-07-21 15:30:06

ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით,  სამართალდამცავებმა 31 წლის  ქართველი მამაკაცი ერთ-ერთი სახლის ეზოში შენიშნეს და ადგილზე დააკავეს. როგორც  დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამტკიცებდა, უცხო სახლის ეზოში ღამის გათენების მიზნით შევიდა, თუმცა პოლიცია ამტკიცებს, რომ დაკავებული მამაკაცი სახლის გაქურდვას აპირებდა რა დროსაც უცხოელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით დაკავებული ქართველი ამავე სახლის ეზოში დაზვერვის მიზნით წინა დღესაც იყო შესული. ჩხრეკის შედეგად დაკავებულს ცივი იარაღიც აღმოაჩნდა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

RUSTAVI