2018 წელს რუსთავში ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა მცირედით გაიზარდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსთავში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 300 შემთხვევაა დაფიქსირებული. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ყოველდღე ძაღლის მიერ დაკბენის 10-მდე შემთხვევა ფიქსირდება. დაკბენის შემთხვევები როგორც რუსთავში ასევე ქალაქთან ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტებში ხდება.
ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით გოგოძე ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ აქედან არცერთი ძაღლი არ იყოს ინფიცირებული ცოფის ვირუსით.