როგორ გაალამაზეს 21-ე ბაღი თანამშრომლებმა [photo]

2018-07-20 22:49:37

21-ე საბავშვო ბაღის გამგემ, თამუნა ალელიშვილმა ბაღის კედლები მოხატა. მასთან ერთად, შენობის ერთ-ერთი დერეფნის მოხატვაში ბაღის მენეჯერი, ძიძა და დარაჯები მონაწილეობდნენ. „დერეფანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო: ცუდი განათება, სადენები, ობობის ქსელები...გადავწყვიტე, რომ სექტემბრისთვის ჩემი პატარებისთვის რაღაც სიახლე შემომეტანა.“ - განაცხადა თამუნა ალელიშვილმა. მისივე განცხადებით, კედლების მოსახატად საჭირო მასალა თავისი სახსრებით შეიძინა და დახმარება ბაღების გაერთიანებამაც გაუწია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში, 21-ე ბაღის ეზო მოპირკეთდა, რაშიც ბაღის გამგე და თანამშრომლები მონაწილეობდნენ.