ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართა

2018-07-18 23:14:46

რუსთავის ცენტრალურ პარკში ევროკავშირის პროგრამა "ერაზმუს + ი" მიერ დაფინანსებული პროქტის "კულტურის ხმის" ფარგლებში გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება ქართველი და ესტონელი ახალგაზრდების ორგანიზებით გაიმართა. გაცვლითი პროგრამის 34 მონაწილე 11-დან 20 ივლისის ჩათვლით რუსთავში, საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ცხოვრობენ და ესწრებიან ტრენინგებს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კულტურათაშორისი დიალოგი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საერთაშორისო პროექტებში ჩართვის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან საქართველოს და ესტონეთის კულტურასა და ტრადიციებს, ასევე სწავლობენ თუ რას ნიშნავს ინკლუზია და როგორ უნდა შეუწყონ ხელი ახალგაზრდა შშმ პირების ჩართულობას მსგავსი ტიპის პროექტებში.