რამაზ ბუდაღაშვილის დიპლომი [photo/video]

2018-07-18 21:53:43

რას სწავლობდა 18 წლის განმავლობაში რამაზ ბუდაღაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში - ინფო რუსთავს გარდაბნის მერის დიპლომის ასლი ჩაუვარდა ხელში. ნახეთ ვიდეო.

ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. "ინფო რუსთავს" რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი ჩაუვარდა ხელში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.

18 წლიან სტუდენტობაზე ბუდაღაშვილმა ინფო რუსთავთან საუბარი არ ისურვა. თუმცა დაადასტურა რომ ეს ნამდვილად მისი დიპლომის ასლია.