საქართველოს ჩემპიონატი 3x3 კალათბურთში

2018-07-18 18:56:48

მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე 3x3-ზე კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტური გაიმართა. ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება.

წელს თამაშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებმა უმასპინძლა. ბათუმის, ქუთაისის, თბილისის შემდგომ ჩემპიონატი რუსთავში გაგრძელდა, დღეს გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას ფინალში განაგრძობს, რომელიც 22 ივლისს თბილისში ჩატარდება. ფინალს "თბილისი მოლი" უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს.