ცენტრის იუბილე აღინიშნა

2018-07-17 18:37:42

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს 7 წელი შეუსრულდა.

იუბილის აღსანიშნავად, ცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა მოეწყო, სადაც ბენეფიციარების ასამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.