რუსთავში, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია თემაზე -,,ღია მმართველობა ადგილობრივ დონეებზე - ქალაქები ქმედებაში“ გაიმართა.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს რეგიონული და ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ევროპის ქვეყნების თვითმმართველობების და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამასთან. კონფერენციაზე რუსთავი ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძემ და მერის თანაშემწე სტრატეგიული განვითარების საკითხებში რევაზ ბარბაქაძემ წარადგინეს.
ქალაქის მერმა ღია მმართველობის პროცესის მხარდასაჭერად და სამოქალაქო მონაწილეობის გასაძლიერებლად რუსთავში გატარებულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს კონფერენციის მოწყობისთვის. ის რომ საქართველო მასპინძლობს, საფრანგეთის შემდგომ რა თქმა უნდა მისასალმებელია. ქვეყნებმა, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცის სახით რამდენიმე ვარიანტი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა გამოცდილების გაზიარებისთვის.“- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ
“ამ კონფერენციის ჩატარება რუსთავში განაპირობა იმან, რომ ქალაქი არის ლიდერი ღია მმართველობის და მონაწილეობის საკითხებში. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან. იმედია ახალ სამომავლო პარტნიორობაზეც ვიმუშავებთ.“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რევაზ ბარბაქაძემ