ქვემო ქართლის რწმუნებული მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
აუდიენციის დროს რეგიონში არსებული პრობლემები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს, მათ შორის იყო საგზაო ინფრასტრუქრურული საკითხებიც. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს რეგიონის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემის მოწყობაზე. ცნობილი გახდა, რომ მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარ თემას მიუსაფარი ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები წარმოადგენდა.
მხარეებმა მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ იგეგმება რეგიონალური თავშესაფრის მოწყობა. მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საჭიროა დადგინდეს რამდენი მიუსაფარი ძაღლია რეგიონში, რის შედეგადაც მომზადდება პროექტი და შეიქმნება ევროპული ტიპის თავშესაფარი.
"ვიმსჯელეთ ზოგად პრობლემებზე რაც მუნიციპალიტეტებს აწუხებს. ასევე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარის პროექტზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე მოკლვლევა ჩატარდება. პროცედურების შემდეგ იგეგმება რეგიონალური ძაღლების თავშესაფრის აშენება"- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ