7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

2018-07-15 16:20:50

მარნეულში 7 წლის ბიჭი სარწყავ არხში დაიხრჩო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ბებიასთან და ბაბუასთან სოფელ კიროვკაში სტუმრად იმყოფებოდა. ბიჭი არხის პირას თამაშისას გაუჩინარდა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდგომ  ის ადიდებულ სარწყავ არხში უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ- 116- მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.