მოხეტიალე პირუტყვი რუსთავში

2018-07-14 16:09:07

მოხეტიალე პირუტყვი რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში.

ქალაქში მოხეტიალე პირუტყვი რუსთავისთვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს.

წლებია, რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში მოსეირნე პირუტყვს ებრძვიან, მაგრამ ეს პრობლემა კვლავ აქტუალური და მოუგვარებელია. მოხეტიალე პირუტყვის ნახვა ქუჩებში არავისთვის გახლავთ სასიამოვნო, ამასთან ერთად ისინი ანადგურებენ მწვანე ნარგავებსაც და შეუძლებელი ხდება მათი შენარჩუნება. ასევე  უარყოფითად აისახება ქალაქის იერსახეზე.

ინფო რუსთავის ობიექტივში დღეს, თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფ ზოლზე მოსეირნე პირუტყი მოხვდა.