"საზაფხულო სკოლა"

2018-07-13 20:54:51

საზაფხულო სკოლის პირველი დღე რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში.

პროექტის ფარგლებში, მსახიობ ირაკლი ჩხიკვაძესთან შეხვედრა გაიმართა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი დაინტერესებულ პირებს, თეატრზე, კინოზე და მსახიობის ოსტატობაზე ესაუბრა.

შეხვედრა, არაოფიციალურ გარემოში კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

14 ივლისს, 18:00 საათზე საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შეხვედრა
ქვ.ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან კახა კობერიძესთან და ცენტრალური საავადმყოფოს მთავარ ექიმთან პაპუნა ბახტაძესთან გაიმართება

პროექტი სახელწოდებით "საზაფხულო სკოლა" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.