შეხვედრა გუბერნიაში

2018-07-11 13:34:58

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

სამახსოვრო სიგელები და ფულადი პრიზები, მოსწავლეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გადაეცათ. წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებისგან ახალგაზრდები 300-300 ლარით დაჯილდოვდნენ. წარმატებულთა შორის არიან სოციალურად დაუცველი ბავშვებიც. ისინი ქობულეთში, საზაფხულო ბანაკშიც გაემგზავრებიან.
ნახეთ წარმატებული მოსაწავლეების სია:

წალკის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - გოჩა ცეცხლაძე
ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის კურდამთავრებული - სერგო ხარშილაძე
ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის კურდამთავრებული - სანდრო ხარშილაძე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მილენა ადამიანი - სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის“ მეორე ადგილოსანი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე მალაქ აშიროვა.

"წელს პირველად ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით, მოწვეულნი იყვნენ წარჩინებით კურსდამთავრებული ბავშვები, რომლებიც  სოციალურად დაუცველები არიან, მათ კარგად ჩააბარეს გამოცდები და ახლა უკვე აბიტურიენტები არიან. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მათ განვითარებას. მე დაწრმუნებული ვარ ეს მოტივაცია და გამარჯვება მათ დაეხმარებათ იმაში, რომ  დიდ წარმატებას მიაღწიონ.
ეს პროექტი ტრადიციული გახდება და სამომავლოდაც დაიგეგმება-" განაცხადა მხარის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ.