11-12 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.
თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ივლისს +38, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 ივლისი +38°C, 12 ივლისი +39°C, 13 ივლისი +37°C, 14 ივლისი +33°C.