რუსთავში სკვერების მოეწყობა [photo]

2018-07-06 22:13:23

ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე 4 სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

მოეწყობა ქვაფენილი, ბორდიურები, სკამები, გარე განათების სისტემა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნები.

ადგილები უკვე შერჩეულია და საპროექტო სამუშაოებიც შესრულებული. ნახეთ მისამართები თუ სად მოეწყობა სკვერები.

 

-    მესხიშვილის მე-3 გას. #8 და #10-თან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 22 416 ლარს;
-    მე-8 მკ/რ #6ა და #6-თან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 18 943 ლარს;
-    ქიმიკოსთა კულტურის სახლის უკან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 57 403 ლარს;
-    კლდიაშვილის ქ. #4-სა და მეგობრობის ქ. #31-თან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 18 014 ლარს.

ოთხივე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ჯამში ქალაქის ბიუჯეტიდან 116 776 ლარით ფინანსდება.