დემნა გვასალიას 2018/2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაში რუსთაველმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა.
ლიზი გოგილაშვილი 17 წლის მოდელია, რომელიც რუსთავის 22 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ლიზი რამდენიმე თვეა "ჯეომოდელსი"-ს აკადემიაში აქტიურად მოღვაწეობს. საიდანაც დემნა გვასალიას მიერ ჩატარებულ კასტინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თებერვალის თვეში თბილისში გაიმართა. რუსთაველი გოგონა იმ 76 მოდელს შორის მოხვდა, რომლებმაც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში 1 ივლისს დემნა გვასალიას კოლექცია წარადგინეს.
ლიზი გოგილაშვილმა დემნას შექმნილ ფეხსაცმელზე წარწერებიც გააკეთა - "რუსთავი მიყვარს ძაან რა", რომელიც შემდგომ ჩვენებაზე ეცვა. დემნას ახალი კოლექცია ქართველების გარდა სხვა ეროვნების მოდელებმაც წარმოადგინეს.
შეგახსენებთ, რომ დიზაინერის კოლექცია სახელწოდებით “SS19“ მშობლიური ქვეყნის ისტორიას და აფხაზეთის ომის დროს გავლილი ბავშვობის მოგონებებს აერთიანებს.