რა რეგულაციები დაუწესდებათ ტაქსებს და მძღოლებს

2018-07-08 16:29:01

არარეგისტრირებული ტაქსები აღარ ივლიან.

რეგისტაცია ძალაში შევა 2018 წლის 1 ნოემბრიდან და 2019 წლის 15 აგვისტოს დასრულდება. 1 ნოემბრიდან  ახალი კანონის შესაბამისად, რეგისტრაციის გარეშე მოძრავ ტაქსებს დაეკისრებათ ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

საკრებულოს აქტში მოხსენებული იქნება, რომ დედაქალაქში მხოლოდ ერთი ფერის და ერთი ვიზუალის ტაქსები მოემსახურება ხალხს, ასევე მეორე ეტაპზე რა სანებართვო ვალდებულებების დაკმაყოფილება მოუწევთ ტაქსის კომპანიებს.

მომავალ კვირაში, ტაქსის რეგულირებასთან დაკავშირებით, იგეგმება შეხვედრა, როგორც ბიზნესომბუდსმენთან, ტაქსის კომპანიებთან ,პროფკავშირებთან და ასევე
სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა საბოლოოდ მოხდეს პოზიციების შეჯერება.
განაცხადა: თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

"კანონი უკვე ძალაშია შესული. 1-ლი ნოემბრიდან უკანონოდ ჩაითვლება ნებართვის გარეშე ამ მომსახურების გაწევა. რეგისტრაცია უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება 15 აგვისტოდან შევიდეს ძალაში, თუმცა ორნახევარი, სამი თვე მაინც ექნებათ ადამიანებს, რომ ნებართვა აიღონ. ჩვენ გამგეობებში ვუზრუნველყოფთ ადამიანების გამოყოფას, რომ ადგილზე, ვისაც ელექტრონულად, სახლიდან არ შეუძლია ნებართვის აღება, ადგილზე მივიდეს და კონსულტაცია მიიღოს. რეგისტრაციის საფასური არის დაბალი და ხელმისაწვდომი. ელექტრომანქანებზე საერთოდ უფასო იქნება, 50 ლარი იქნება ჰიბრიდულ ავტომობილებზე, 100 ლარი დანარჩენის შემთხვევაში"-აცხადებს მაია ბითაძე.

"პირველ ეტაპზე ისინი მხოლოდ ნებართვას აიღებენ. მათი სანებართვო ვალდებულება იქნება მხოლოდ ის, რომ ტაქსის ნიშანი განათავსონ მანქანის სახურავზე და თან იქონიონ ნებართვა, რომელიც გამოკრული უნდა ჰქონდეთ მანქანაში. საკრებულოს აქტში გაწერილი იქნება მეორე ეტაპისთვის ანუ 2019 წლის ბოლოდან რა სანებართვო ვალდებულებები შემოდის . ეს წინსწრებით ცნობილია. საუბარია ერთიან ფერზე, ერთიან ვიზუალზე, საუბარია მათ შორის მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. შეიძლება სხვა დამატებითი გარემოებები გამოვლიდნეს და ამის გასაჯაროვების ვალდებულება გვაქვს წლის ბოლომდე, რათა ადამიანები ამისთვის მოემზადონ"-აღნიშნა მერის მოადგილემ.