რუსთავში სერიალს იღებენ [photo]

2018-07-08 12:41:54

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სერიალს იღებენ.

გადამღები ჯგუფი ჩინეთიდან არის ჩამოსული და ავტოდრომზე ახალგაზრდულ სერიალს "ნიღაბი" იღებენ.

გადაღებები საქართველოში სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდება, სერიალში კი ჩინელ მსახიობებთან ერთად ქართველი მსახიობებიც გამოჩნდებიან.

ავტოდრომზე გადაღებები დილის 6 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.